იტალიის საფეხბურთო კლუბი „მილანი“ UEFA-მ ევროპა ლიგის გათამაშებიდან მოხსნა. ამის მიზეზი ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევაა, რის გამოც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სადისციპლინო კომიტეტმა როსონერი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის შესახებ Sky Sports-ი წერს.
გასულ სეზონში „მილანმა“ იტალიის სერია A-ში მე-6 ადგილი დაიკავა, რაც ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის მომტანია, თუმცა ახლა როდესაც ლომბარდიელები დაისაჯნენ, საგზურს მე-7 ადგილზე გასული „ატალანტა“ მიიღებს.
მე-8 პოზიციის მფლობელი „ფიორენტინა“ კი ევროპა ლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.
„მილანის“ ხელმძღვანელები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში უახლოეს მომავალში გეგმავენ.