logo_geo
ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
- +

7 ივლისი. 2018. 21:31

 

 

მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალის შეხვედრა შვედეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის, ინგლისელების გამარჯვებით - 0:2 დასრულდა.

 

შვედეთის კარში გოლი მაგუაირმა 30-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გახსნა. მისივე გადაცემით ალიმ 58-ე წუთზე ინგლისელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

 

ინგლისი მესამე ნახევარფინალისტია და დღესვე, ოდნავ მოგვიანებით თავის მომავალ მეტოქეს გაარკვევს.  მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთი ხორვატიას უმასპინძლებს, მათ შორის გამარჯვებული კი ინგლისს დაუპირისპირდება.

 

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური წყვილის ვინაობა გუშინ გაირკვა. საფრანგეთმა ურუგვაი 2:0 დაამარცხა, ხოლო ბელგიელებმა ბრაზილია გამოთიშეს მუნდიალს.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი