logo_geo
ივო შუშაკი: საქართველო ჩემს გულშია და თუ ღმერთი ინებებს, აქ კიდევ ჩამოვალ სამუშაოდ
- +

7 ივლისი. 2018. 23:18

 

 

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის შემდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ხორვატ თანატოლებს უმასპინძლა, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ივო შუშაკმა კომენტარი გააკეთა.

 

„საქართველომ კარგი, ტექნიკური ფეხბურთი აჩვენა და ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა. საქართველომ პირველ ტაიმში მეორეზე უკეთესად ითამაშა, თუმცა ჩვენც გვქონდა რამდენიმე საგოლე შანსი პირველ ტაიმში.

 

საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ შედეგით და იმითაც, რომ ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს.

 

ამ სტადიონზე მართლაც ისტორიული მატჩის მონაწილე ვარ. რუსეთთან გამარჯვება ჩემთვისაც ისტორიული იყო და საქართველოსთვისაც. როცა ამ თამაშს ვიხსენებ, დიდ კმაყოფილებას ვგრძნობ. მაშინ ქართველმა

 

ხალხმა გაიხარა და მეც მათთან ერთად ამაყი ვიყავი.

 

საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ყოველთვის მაქვს. თუ ღმერთი ინებებს, იქნებ აქ ხელმეორედაც ჩამოვიდე სამუშაოდ. საქართველო ჩემს გულშია“, - განაცხადა ივო შუშაკმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი