logo_geo
ტოჩინოშინი ერთი თვე იძულებით დაისვენებს
- +

14 ივლისი. 2018. 13:29

 

 

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ გუშინდელი შერკინების დროს ტრავმა მიიღო და ერთი თვე მოუწევს მკურნალობა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტოჩინოშინს მარჯვენა ტერფის მყესი გაუწყდა, რაც არათუ ბრძოლაში, სიარულშიც კი ხელს უშლის.

 

შეგახსენებთ, რომ ნაგოიას ბაშოზე ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ, გორგაძემ გუშინ მეექვსე ბრძოლა ტამავაშისთან დათმო და სწორედ ამ შერკინების დროს მიიღო სერიოზული ტრავმა.

 

თავად სპორტსმენი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ნაგოიას ბაშოზე ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს, თუმცა ექიმების პროგნოზი უფრო პესიმისტურია.

 

მოკლე ინტერვიუში ტოჩინოშინმა განაცხადა, რომ ტოკიოს კლინიკაში უნდა გაიაროს გამოკვლევა და საბოლოო პასუხი 2-3 დღეში იქნება ცნობილი.

 

თუ პესიმისტური პროგნოზები გამართლდა და ტოჩინოშინმა მიმდინარე ტურნირზე გამოსვლა შეწყვიტა, მას უარყოფითი ბალანსი, 5-10 დაუფიქსირდება და ავტომატურად გადავა მომდევნო ბაშოზე, რომელიც სექტემბერში ტოკიოში უნდა გაიმართოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი