logo_geo
ქართველმა კიკბოქსიორმა რუსი მეტოქე დაამარცხა
- +

6 აგვისტო. 2018. 18:20

 

ქართველმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ ჩინეთში მიმდინარე Kunlun Fight-ის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე რუსი მეტოქე ანატოლი მოისეევი დაამარცხა. შეხვედრა ქართველი სპორტსმენის უპირატესობით მიმდინარეობდა, სამივე რაუნდის დასრულების შემდეგ კი გამარჯვებულად სწორედ ქირია გამოცხადდა.

 

დავით ქირიამ მოპოვებული გამარჯვება 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მთლიანობისათვის გმირულად დაღუპულ ქართველ ვაჟკაცებს მიუძღვნა.

 

„მადლობა უფალს კიდევ ერთი გამარჯვებისათვის, ეს გამარჯვება, მინდა, რომ მივუძღვნა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მთლიანობისათვის გმირულად დაღუპულ ქართველ ვაჟკაცებს! დიდება უფალს! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!” – წერს ქართველი კიკბოქსიორი სოციალურ ქსელში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი