logo_geo
მეტ ჯენინგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს
- +

23 აგვისტო. 2018. 17:05

 

„საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსისა და სამწვრთნელო შტაბის შეთავაზებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ შეთანხმებას მიაღწია ამერიკელ მოთამაშესთან, მეტ ჯენინგთან, რომელიც მზადაა, საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას“, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

 

როგორც განცხადებიდან ირკვევა, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ საქართველოს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებში ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა და ჯენინგისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას ელოდება.

 

მეტ ჯენინგი ესპანური ლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდ „ბასკონიას“ ამერიკელი ლეგიონერია. 30 წლის მსროლელი თორნიკე შენგელიას თანაგუნდელია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი