logo_geo
ბაგრატ ნინიაშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია
- +

13 სექტემბერი. 2018. 20:41

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაბა პაპინაშვილის შემდეგ ბრინჯაოს მედალი ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ.) მოიპოვა.

 

ბრინჯაოს მედლის შეხვედრა ბაგრატ ნინიაშვილმა ებრაელ ამიტ ბობოვიჩს იპონით მოუგო.

 

14 სექტემბერს ჭიდაობა ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვაჟებში 73 და 81 კგ. წონითი კატეგორიების შეხვედრები გაიმართება.

 

73 კგ. წონით კატეგორიაში მონაწილე არ გვეყოლება, თუმცა 81 კგ. კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე იასპარეზებენ.

 

გოგონებში – ეთერ ლიპარტელიანი, მზია ბებოშვილი (57 კგ.) და მარიამ ჭანტურია (70 კგ.) იჭიდავებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი