logo_geo
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს
- +

14 სექტემბერი. 2018. 20:55

 

ჭიდაობა ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა 4 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს. ამის შესახებ 1tv წერს.

 

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა: ოქრო-ვერცხლი ლუკა მაისურაძემ და ტატო გრიგალაშვილმა გაინაწილეს. ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე გახდა, ტატო გრიგალაშვილს ვერცხლის მედალი ერგო.

 

ქალებს შორის, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ), ხოლო მარიამ ჭანტურიამ -70კგ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

 

big_banner
არქივი