logo_geo
ნინო ხომერიკი 20 წლამდე მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია
- +

16 სექტემბერი. 2018. 00:30

 

 

თურქეთის ქალაქ – გებზეში, 20 წლამდე მოჭადრაკეთა შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, შესანიშნავად იასპარეზა და 11-დან 8 ქულით ბრინჯაოს მედალი, თანატოლთა შორის ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა – ნინო ხომერიკმა დაისაკუთრა.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნინოს ფანტასტიური სტარტი 6-დან 6 მოგებაა!

 

პირველ-მეორე ადგილი გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონის ტიტული ალექსანდრა მალცევსკაიამ (რუსეთი) მოიპოვა, ხოლო მეორეზე გულრუხბეგიმ ტოხირჯონოვა (უზბეკეთი) გავიდა.

 

ჭაბუკთა შორის ჩემპიონობა 11-დან 9,5 ქულით ჩემპიონობა ირანელმა დიდოსტატმა – პარამ მაგშოდლუმ იზეიმა, ხოლო მეორე და მესამე  ადგილები 8,5 – 8,5 ქულით აბიმანუ პურანიკმა (ინდოეთი) და სერგეი ლობანოვმა (რუსეთი) გაიყვეს.

 

გიორგი სიბაშვილმა 6 ქულა მოაგროვა, ნოე თუთისანმა კი ასპარეზობა 5,5 ქულით დაასრულა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი