logo_geo
კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებიდან გააგდეს!
- +

5 ოქტომბერი. 2018. 23:55

 

 

კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებიდან გაუშვეს. ის პოლონეთთან და შოტლანდიასთან თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება.

 

ნაკრებიდან მოულოდნელი დათხოვნის მიზეზი ის სკანდალია, რომელში ფეხბურთელი გაეხვა. მას ამერიკელი მოდელი კეტრინ მაიორგა გაუპატიურებაში სდებს ბრალს, რაც მისი განცხადებით, ლას-ვეგასში 2009 წელს მოხდა. რონალდუ მომხდართან დაკავშირებით ყველანაირ ბრალდებას უარყოფს.

 

პორტუგალიის კაპიტანი გამოტოვებს უეფას ჩემპიონთა ლიგის თამაშებს, რომლებიც 11 და 14 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი