შერეული ორთაბრძოლის ირლანდიელი ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი სოციალურ ქსელში წერს, რომ მოუთმენლად ელის დაღესტნელ ჰაბიბ ნურმაგომედოვთან კიდევ ერთ შეხვედრას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ლას-ვეგასში შერეული ორთაბრძოლის ვარსკვლავები დაღესტნელი ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ერთმანეთს შეხვდნენ. UFC 229-ის მთავარი ბრძოლის გამარჯვებული ჰაბიბ ნურმაგომედოვი გახდა.
ამ ეტაპზე ნურმაგომედოვი დაუმარცხებელ მებრძოლად რჩება.