logo_geo
ბასილაშვილი ჩინეთში გამარჯვებებს მიეჩვია
- +

9 ოქტომბერი. 2018. 13:52

შანხაის მასტერსის სერიის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო ნიკა ბასილაშვილმა, რომელმაც კანადელ დენის შაპოვალოვს იოლად მოუგო ორ სეტში 6:2, 6:2. ამ მოგებით ქართველმა ჩოგბურთელმა უკვე გაინაღდა სარეიტინგო 45 ქულა, რაც იმის წინაპირობაა, რომ მომავალ რეიტინგ-ლისტში მინიმუმ 22-ე საფეხურზე ვიხილავთ. ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთაგან ამ სიმაღლისთვის არავის მიუღწევია.

 

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინში ჩინეთის ღია პირველობა მოიგო და დღეისთვის მსოფლიოს რეიტინგ-ლისტში 23-ე პოზიციაზეა.

 

big_banner
არქივი