logo_geo
ვაკო ყაზაიშვილი: ჩემთვის გოლი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო - ნაკრებში
- +

14 ოქტომბერი. 2018. 00:53

 

 

ვაკო ყაზაიშვილმა ანდორასთან საქართველოს გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. ერთა ლიგის მესამე ტურში „ჯვაროსნებმა“ მეტოქე 2:0 დაამარცხეს, ყაზაიშვილმა კი 33-ე და 84 ე წუთებზე მეტოქის კარი აიღო და საქართველოს გამარჯვება განაპირობა.

 

„ძალიან გახარებული ვარ, რადგან ჩემთვის გოლი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო – ნაკრებში. ახლა კი შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადო,“ – განაცხადა ყაზაიშვილმა „პირველ არხთან“ საუბრისას.

 

მან ამ გამარჯვების მნიშვნელობაზეც ილაპარაკა – „ჩვენთვის ეს გამარჯვება და სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მიმაჩნია, რომ ეს დავიმსახურეთ. ზედიზედ სამი თამაში მოვიგეთ და უნდა მოვემზადოთ ლატვიასთან შეხვედრისთვის, რომელიც 3 დღეში გველის. გულშემატკივრებს კი მადლობა მინდა გადავუხადო.“

 

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა ისე დასრულდა, როგორც საქართველოს აწყობდა – რიგაში ლატვია ყაზახეთს დაუზავდა 1:1. თუმცა, ყაზაიშვილის თქმით, ეს ჩვენი გუნდისთვის ნაკლებად მნიშნელოვანია – „ძალიან კარგია, რომ ყაზახეთმა და ლატვიამ 1:1 რომ ითამაშეს. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ითამაშეს ჩვენმა კონკურენტებმა. ჩვენ ლატვიაში მოსაგებად უნდა გავიდეთ და გავიმარჯვოთ.“

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი