logo_geo
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
- +

20 ოქტომბერი. 2018. 20:28

 

ქართველი ფალავანი, გენო პეტრიაშვილი (125 კგ.), ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

 

ნახევარფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ირანელ პარვიზ ჰადის შეხვდა, რომელმაც მანამდე ტაჰა აკგული დაამარცხა. საგულისხმოა, რომ პარვიზ ჰადი აზიის მოქმედი ჩემპიონია.

 

პირველ პერიოდში გენო პასიურობისთვის გააფრთხილეს. მან 30 წამში ილეთი ვერ შეასრულა და ჰადი ერთი ქულით დაწინაურდა.  მეორე ნახევრის დაწყებიდან ოც წამში პეტრიაშვილმა სამი ქულა აიღო და წინ გავიდა. ირანელმა ერთი ქულა დაიბრუნა, მაგრამ ქართველმა ფალავანმა მეტოქეს კარგად შეუტია და 9:2 დაწინაურდა. ჰადი გააქტიურდა და პეტრიაშვილს ორ შეტევაში ოთხი ქულა აართვა, თუმცა ბრძოლის დამთავრებამდე 20 წამით ადრე ქართველმა კიდევ ერთი ილეთი შეასრულა და ბრძოლა 13:6 მოიგო.

 

ფინალურ შეხვედრაში, პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს შეხვდება. ფინალური ბლოკი ხვალ, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი