logo_geo
თბილისის დინამო „ატეიტის თასის“ ფინალშია
- +

4 ნოემბერი. 2018. 02:23

 

თბილისის „დინამოს“ 14-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ფინალშია. ფეხბურთელებმა ტურნირის ნახევარფინალში ბორისოვოს ბატე ლუკა ჯანაშიას და ანრი როსივერის გოლებით 2:0 დაამარცხეს. ინფორმაციას თბილისის დინამოს აკადემია ავრცელებს.

 

თასის მოსაპოვებლად საქართველოს გუნდი ირლანდიურ ჩერი ორჩარს დაუპირისპირდება. ფინალი თბილისის დროით 4 ნოემბერს, 14:20 საათზე დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი