უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ „ჩელსის“ ყოფილ ფეხბურთელ დიდიე დროგბას, რომელმაც 22 ნოემბერს საკუთარ „Twitter“-ზე კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, საჯაროდ მიმართა.
ორივე ეს ფეხბურთელი „ლურჯების“ რიგებში ასპარეზობდა: დროგბა 2004-2012 და 2014-2015, ხოლო შევჩენკო 2006-2009 წლებში.
„დიდიე, შენ ძალიან მაგარი კარიერა გქონდა, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ხარ, ვისთანაც მითამაშია“, – წერს „Twitter“-ზე შევჩენკო.
„ჩელსის“ რიგებში დროგბა 4-ჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.