logo_geo
ანდრეი შევჩენკო: დროგბა ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთან ერთადაც მითამაშია
- +

23 ნოემბერი. 2018. 13:28

 

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ „ჩელსის“ ყოფილ ფეხბურთელ დიდიე დროგბას, რომელმაც 22 ნოემბერს საკუთარ „Twitter“-ზე კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, საჯაროდ მიმართა.

 

ორივე ეს ფეხბურთელი „ლურჯების“ რიგებში ასპარეზობდა: დროგბა 2004-2012 და 2014-2015, ხოლო შევჩენკო 2006-2009 წლებში.

 

„დიდიე, შენ ძალიან მაგარი კარიერა გქონდა, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ხარ, ვისთანაც მითამაშია“, – წერს „Twitter“-ზე შევჩენკო.

 

„ჩელსის“ რიგებში დროგბა 4-ჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი