logo_geo
იბრაჰიმოვიჩი MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება
- +

22 დეკემბერი. 2018. 12:11

 

 

შვედი ფეხბურთელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ახალი კონტრაქტის პირობები „ლოს ანჯელეს გელაქსისთან“ ცნობილი გახდა. 2019 წელს, 37 წლის ფორვარდი 7-7.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

 

2018 წელს, ზლატანის წლიურმა ხელფასმა მხოლოდ 1.5 მილიონი დოლარი შეადგინა. გასული სეზონის 27 მატჩში მან 22 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა. საბოლოოდ, შვედი რეგულარული სეზონის MVP გახდა.

 

თუ იბრაჰიმოვიჩის ხელფასი 7.2 მილიონს გადააჭარბებს, ის გახდება MLS-ის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. ჯერჯერობით, ეს რეკორდი ბრაზილიელ კაკას ეკუთვნის, რომელმაც 2017 წელს, „ორლანდო სიტიში“ 7.17 მილიონი გამოიმუშავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი