logo_geo
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა!
- +

28 დეკემბერი. 2018. 01:20

 

 

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით ჩატარებული გამოკითხვის გამარჯვებული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძეა. ლაშა ტალახაძემ პირველობა 331 ქულით მოიპოვა. საუკეთესო სამეულში ასევე ნიკოლოზ ბასილაშვილი და გენო პეტრიაშვილი მოხვდნენ.

2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი –

 

  1. გიორგი ჩაკვეტაძე (ფეხბურთი)

 

  1. რეზი დავითაძე (ძალოსნობა)

 

  1. გოგა ბითაძე (კალათბურთი)

 

  1. ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა)

 

  1. ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

 

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით საქართველოს 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ასანიძე გახდა. საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე ჟურნალისტებმა საუკეთესოდ ზედიზედ მესამედ დაასახელეს.

 

საუკეთესო მწვრთნელი –

 

  1. გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)

 

  1. ვლადიმირ ვაისი (ფეხბურთი)

 

  1. ილიას ზუროსი (კალათბურთი)

 

წლის საუკეთესო ნაკრების ნომინაციაში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ერთა ლიგის გათამაშებაში წარმატებით იასპარეზა და 1/2 ფინალში თამაშის უფლება დამაჯერებლად მოიპოვა.

 

საუკეთესო ფედერაციად ჟურნალისტებმა ფეხბურთის ფედერაცია დაასახელეს.

 

ქალთა შორის კი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ჭიდაობა სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი გახდა, რომელმაც დიდი უპირატესობით მეორე ადგილზე გასულ ძალოსან ანასტასია გოტფრიდს აჯობა.

big_banner
არქივი