logo_geo
თორნიკე შენგელია მოედანზე 3 თვე ვერ გავა
- +

4 იანვარი. 2019. 13:32

 

თორნიკე შენგელიას ტრავმის შესახებ, „ბასკონიას“ ხორვატმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა ისაუბრა. მისი თქმით, უკეთეს შემთხვევაში, ქართველი კალათბურთელი 3 თვეში შეძლებს მოედანზე გასვლას.

 

თავდაპირველი ვერსიით, შენგელიას გამოჯანმრთელებას მხოლოდ 3-4 კვირა სჭირდებოდა, თუმცა, ვარაუდი არ გამართლდა.

 

შეგახსენებთ, რომ შენგელია ესპანეთის „ლიგა ენდესაში“ მადრიდის „რეალთან“ მატჩში დაშავდა და ახალი ვითარების თანახმად, ფაქტობრივად, ევროლიგის მთელ რეგულარულ სეზონს გამოტოვებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი