logo_geo
კრიშტიანუ რონალდუ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
- +

4 იანვარი. 2019. 18:10

 

საფეხბურთო სააგენტოების ევროპული ასოციაციისა  და ევროპული კლუბების ასოციაციის ვერსით, კრიშტიანუ რონალდუ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პორტუგალიელ ფეხბურთელს Globe Soccer Awards-ის პრემია უკვე მეხუთედ გადასცეს.

 

Euronews-ის ცნობით, დაჯილდოების ცერემონია დუბაიში გაიმართა. ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ამ ტიტულს უკვე ზედიზედ სამი წელია ინარჩუნებს.

 

Globe Soccer Awards-ის ვერსიით, წლის საუკეთესო მწვრთნელი დიდიე დეშამია, რომელიც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის.

 

საუკეთესო კლუბად მადრიდის „ატლეტიკო“ დასახელდა, რომელიც ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი