logo_geo
ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა ოცეულშია
- +

7 იანვარი. 2019. 14:26

 

 

ოფიციალურად, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთლთა ასოციაციის რეიტინგის ოცეულშია. ინფორმაციას პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია ავრცელებს.

 

ახალი რეიტინგის თნანახმად, ნიკოლოზ ბასილაშვილი 1820 ქულით მე-20 ადგილს იკავებს. ქართველი ჩოგბურთელისთის ეს კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველად მოხვდა საუკეთესო ოცეულში.

 

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა გასულ კვირას დოჰას ტურნირზე ორი წრე დაძლია და მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანთან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი 14 იანვრიდან ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაებმება.

 

რაც შეეხება ATP-ის პირველ ათეულს.

  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ.) – 9 135
  2. რაფაელ ნადალი (ესპ.) – 7 480
  3. როჯერ ფედერერი (შვეიც.) – 6 420
  4. ალესანდრ ზვერევი (გერ.) – 6 385
  5. ხ-მ. დელ პოტრო (არგ.) – 5 300
  6. კევინ ანდერსონი (ს. აფრ.) – 4 810
  7. მარინ ჩილიჩი (ხორ.) – 4 160
  8. დომინიკ ტიმი (ავსტრია) -4 095
  9. კეი ნიშიკორი (იაპ.) – 3 750
  10. ჯონ ისნერი (აშშ) – 3 155

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი