logo_geo
თბილისს გომეში და მატერაცი ეწვევიან - „ზამთრის თასის“ სხვა მონაწილეების ვინაობას კონკურსის შედეგად გავიგებთ
- +

7 იანვარი. 2019. 16:35

 

 

2019 წლის „ზამთრის თასზე“ ცნობილი პორუგალიელი თავდამსხმელი ნუნუ გომეში და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი ითამაშებენ.

 

პორტუგალიის ნაკრების ყოფილ ლიდერს, ნუნუ გომეშს კარიერის განმავლობაში პორტუგალიის, იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებში უთამაშია, ხოლო ეროვნული ნაკრების მაისურით ორ მსოფლიო და სამ ევროპის ჩემპიონატზე სცადა ბედი.

 

იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი კი კარიერის განმავლობაში იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებში გამოდიოდა და სხვა ბევრ ტიტულთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო. მან ყველაზე მეტად თავი იმით გამოიჩინა, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანი მწყობრიდან გამოიყვანა და მოედნიდან გააგდებინა.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე გულშემატკივართათვის „ზამთრის თასი 2019“-ის სპეციალური კონკურსი უკვე მიმდინარეობს. მოგების მთავარი პირობაა, მინიშნების შესაბამისად, პირველმა გამოიცნოთ იმ ვარსკვლავის ვინაობა, ვინც 2019 წლის „ზამთრის თასში“ მიიღებს მონაწილეობას. თამაშდება ეროვნული ნაკრების მაისურები, რომელსაც გამარჯვებულები მატჩის დღეს მიიღებენ და „ევრო 2020“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთები.

 

„ზამთრის თასის“ 2019 წლის გათამაშების მონაწილე გუნდების სრული შემადგენლობები მხოლოდ ამ კონკურსის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი