logo_geo
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩოგბურთელთა მსოფლიოს რეიტინგში ოცეულში შევიდა
- +

13 იანვარი. 2019. 01:50

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) მსოფლიოს რეიტინგი განაახლა და მასში ნიკოლოზ ბასილაშვილი 1820 ქულით მეოცე ადგილს იკავებს. გასულ კვირაში ჩატარებულ დოჰას ტურნირზე აღებული ქულებით 26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ერთი პოზიციით დაწინაურდა. ბასილაშვილი არასოდეს ყოფილა ასე მაღლა მსოფლიოს რეიტინგ-ცხრილში.

 

მსოფლიო ჩოგბურთის რეიტინგის ლიდერი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, 9135 ქულით. მეორე ადგილს ესპანელი რაფაელ ნადალი (7480) იკავებს, ხოლო მესამეს - შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (6420).

 

 

 

 

big_banner
არქივი