ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო კლუბის „გლენტორანის“ მეკარემ მეტოქეს გოლი საკუთარი ნახევრიდან გაუტანა.
„გლენტორანი“ ქვეყნის ჩემპიონატის ფარგლებში „ინსტიტუტთან“ მართავდა მატჩს. 37 წლის ელიოტ მორისმა საჯარიმო მე-10 წუთზე შეასრულა.
მეკარისთვის ეს გოლი კარიერაში პირველი გახდა. საბოლოოდ „გლენტორანიმ“ მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.