logo_geo
კახა კალაძე ლეგენდების ტურნირის ბომბარდირი გახდა
- +

13 იანვარი. 2019. 21:25

 

 

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2019 ლეგენდების ტურნირით დასრულდა, სადაც ბომბარდირი 9 გატანილი გოლით საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი და თბილისის მერი კახა კალაძე გახდა.

 

ლეგენდების ტურნირზე საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა იასპარეზეს და მესამე ადგილი დაიკავეს. ქართველთაგან კიდევ ერთი ინდივიდუალური პრიზი გიორგი ლომაიამ მიიღო, რომელიც საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

 

ლეგენდების ტურნირის გამარჯვებული თურქეთის ნაკრები გახდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი