logo_geo
„ეს ჩემთვის ახალი და დიდი შესაძლებლობაა“ - „დინამოს“ ესპანელი მეკარე შეემატა
- +

20 იანვარი. 2019. 12:24

 

 

თბილისის „დინამო“ გაძლიერებას განაგრძობს. „დინამოში“ 25 წლის ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი ჩაირიცხა.

 

 

„ბედნიერი ვარ „დინამოში“ გადმოსვლით. ეს ჩემთვის ახალი და დიდი შესაძლებლობაა. ბევრს ვიშრომებ, კლუბს ტიტულების მოპოვებაში რომ დავეხმარო. „დინამო“ დიდი კლუბია, ჩვენი პირველი ამოცანა კი ჩემპიონატში გამარჯვებაა. ამისთვის და სხვა ტიტულებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. „დინამოს“ კარგი ინფრასტრუქტურა, სტადიონი და ბაზა აქვს. გუნდს უკვე შევხვდი – ესპანელი ლეგიონერები საქართველოში „დინამოს“ დასახმარებლად ვართ ჩამოსულები და მჯერა, აუცილებლად ძლიერი გუნდი გვეყოლება“, - ამბობს ხოსე პერალესი.

 

თბილისურმა კლუბმა გოლკიპერთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი