logo_geo
ქართული საფეხბურთო გუნდები ეროვნული ლიგის სეზონისთვის ემზადებიან
- +

24 იანვარი. 2019. 21:48

 

ქართული საფეხბურთო გუნდები ეროვნული ლიგის სეზონისთვის ემზადებიან, რამდენიმე მათგანმა კი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

 

დღეს ბათუმის დინამომ ანგისას ბაზაზე მარტვილის მერანს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე ბათუმელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა გაბრიელმა გაიტანა.

 

სეზონისთვის ემზადება რუსთავიც, რომელსაც ახლა გიორგი შაშიაშვილი ავარჯიშებს. მისმა გაწვრთნილებმა პირველი ამხანაგური მატჩი რუსთავის „ფოლადის“ სტადიონზე ლიგა 2-ის ცხინვალთან გამართეს და მოულოდნელად 0:1 დამარცხდდნენ.

 

რუსთავი თებერვლის დასაწყისში შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება. მანამდე გუნდი მორიგი ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად 26 იანვარს თელავს ესტუმრება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი