logo_geo
ლიპარტელიანი პარიზის „გრანდ სლემის“ ფინალში იასპარეზებს
- +

10 თებერვალი. 2019. 19:55

 

 

შარშან, ბაქოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარცხისთვის, ვარლამ ლიპარტელიანმა რევანში პარიზის „გრანდ სლემის“ ნახევარფინალში აიღო.

 

საქართველოს ნაკრების კაპიტნისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ კორეელი გუამ ჩოს დაპირისპირება, ძიუდოისტებმა ერთმანეთის დაზვერვით დაიწყეს და სტარტიდან ერთ წუთში, თითო გაფრთხილებაც მიიღეს. ამის შემდეგ, კორეელმა ვაზა-არით დაწინაურება მოახერხა. ლიპარტელიანს მდგომარეობის გამოსასწორებლად, თითქმის ორი წუთი ჰქონდა და ეს დრო იდეალურად გამოიყენა. ქართველმა ფალავანმა მიმდინარე ტურნირზე მორიგი „მოგვერდი“ შეასრულა, რომელიც მსაჯებმა იპონით შეუფასეს და ვარლამიც პარიზის „გრანდ სლემის“ ფინალში, კარიერაში მეოთხედ გავიდა. ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით  20:00-იდან აიღებს.

 

ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ლიპარტელიანს კიდევ ერთი, ამჯერად თანაგუნდელის მარცხისთვის, რევანშის საშუალება ეძლევა. 1/16 ფინალში ასპარეზობას, ლაშა ტაველური, სწორედ კაპიტნის მომავალმა მეტოქემ, იპონელმა აარონ ვოლფმა გამოთიშა.

 

რაც შეეხება, დღეს მოასპარეზე დანარჩენ სამ ქართველს, ონისე ბუღაძე და გიორგი ზაქარიაძე (ორივე +100 კგ.) მერვედფინალში დამარცხდნენ, კობა მჭედლიშვილმა (81 კგ.) კი პირველივე რაუნდში წააგო.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე პარიზის „გრანდ სლემზე“ უკვე სამი მედალი აქვს. ფინალში წააგო და ვერცხლს დაეუფლა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ.) და თეიმურაზ ნოზაძეს (60 კგ.) კი ბრინჯაოს მედლები ერგოთ.

 

 

big_banner
არქივი