logo_geo
ნიკოლოზ ბასილაშვილი საუკეთესო ოცეულში მეორედ შევიდა
- +

11 თებერვალი. 2019. 10:43

 

 

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ კვირას პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა სოფიას ATP250-ის ტურნირზე.

 

მიუხედავად ამისა, მან მსოფლიო კლასიფიკაციაში ორი საფეხურით ზემოთ ასვლა და მე-20 ადგილის დაკავება შეძლო. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სარეიტინგო ქულები დაკარგეს და TOP20-დან გამოვარდნენ ფრანგი ლუკ პუიე და ბელგიელი დავიდ გოფენი.

 

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ბასილაშვილი ერთხელ უკვე იყო საუკეთესო ჩოგბურთელთა პირველ ოცეულში.

 

ქართველი ჩოგბურთელი ორშაბათიდან როტერდამის ATP500-ის ტურნირში ჩაებმება, სადაც პირველ წრეში კორეელ ჰიეონ ჩონგს შეხვდება. ამ ჩოგბურთელებს ერთმანეთში არასოდეს უთამაშიათ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი