logo_geo
როჯერ ფედერერი : ჩემი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, უიმბლდონზე გამარჯვებაა
- +

12 თებერვალი. 2019. 01:15

 

 

მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ჯერ ვერ მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის სეზონში თამაშზე, სამაგიეროდ, ამ სეზონისთვის მთავარი მიზნები გამოაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესს“ (AFP) აქვეყნებს.

„ჯერ ძალიან ადრეა მომდევნო სეზონზე ფიქრი. მიმდინარე სეზონში ჩემი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, უიმბლდონზე გამარჯვებაა. თუმცა, დანარჩენ ტურნირებსაც აქვს დიდი მნიშვნელობა. ვემზადები უახლოესი ტურნირისთვის, რომელიც დუბაიში გაიმართება. ჩემი კარიერა გრძელდება. ჯერ ისევ მოტივირებული ვარ და თავს კარგად ვგრძნობ“, – განაცხადა ფედერერმა.

როჯერ ფედერერმა ისიც დაამატა, რომ მას არ აინტერესებს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგი და უპირატესობას „დიდი სლემის“ ტურნირებზე წარმატებით გამოსვლას ანიჭებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი