logo_geo
ზინედინ ზიდანი შესაძლოა ლონდონის „ჩელსის“ მწვრთნელი გახდეს
- +

14 თებერვალი. 2019. 00:50

 

 

ზინედინ ზიდანმა მწვრთნელის კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს. „The Sun“-ის ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი ლონდონის „ჩელსის“ ჩაიბარებს. როგორც ირკვევა ზიდანსა და ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება. 

არისტოკრატების ამჟამინდელი მწვრთნელის, მაურიციო სარის გათავისუფლების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტიური, რაც „ჩელსი“ ჯერ პრემიერლიგის 24-ე ტურში ბორნმუთთან 0:4 დამარცხდა, 26-ე ტურში კი მანჩესტერ სიტიმ 6 უპასუხო გოლი გაუტანა. არისტოკრატები სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებენ.

გუნდის ხელმძღვანელებს პრემიერლიგაში პოზიციის გაუმჯობესება სურთ და თვლიან, რომ ზიდანი დასახული მიზნის განხორციელებაში დაეხმარებათ.

შეგახსენებთ, ზინედინ ზიდანი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. ფრანგმა სპეციალისტმა ეს მადრიდის „რეალთან“ ერთად მოახერხა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი