გუშინ კიევში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა კიევის „დინამოს“ ლეგენდარული ფორვარდი ვიტალი ხმელნიცკი.
„ის იყო თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 1965-72 წლებში ხმელნიცკიმ 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა კიევის „დინამოს“ რიგებში, 4-ჯერ გახდა სსრკ ჩემპიონი და ერთხელ - სსრკ თასის მფლობელი“, - წერია კიევის „დინამოს“ პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.