logo_geo
მონაკოში ე.წ. სპორტული ოსკარების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
- +

19 თებერვალი. 2019. 15:48

 

 

მონაკოში ე.წ. სპორტული ოსკარების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მამაკაცებს შორის მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიპოვა. სერბმა სპორტსმენმა, ოპერაციის მიუხედავად, შარშან ყველა ტურნირი მოიგო, უიმბლდონის, ამერიკისა და ავსტრალიის ღია ჩემპიონატების ჩათვლით.

 

ქალებს შორის კი საუკეთესო სპორტსმენად ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილსი დასახელდა.

 

წლის საუკეთესო საფეხბურთო გუნდად საფრანგეთის ნაკრები აღიარეს. სპორტულ კარიერაში წარმატებული მიღწევებისთვის ვეტერანი მწვრთნელი, არსენ ვენგერი დაჯილდოვდა. „არსენალის “ყოფილ მენეჯერს ჯილდო ყოფილმა ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა გადასცა.

 

 

წყარო - thesportreview

 

 

big_banner
არქივი