logo_geo
ქართველი სუმოისტები რეიტინგში დაწინაურდნენ
- +

25 თებერვალი. 2019. 15:43

 

 

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი (ბანძუკე ) გამოაქვეყნა.

 

რეიტინგში ორივე ქართველ სპორტსმენს - ტოჩინოშინს და გაგამარუს წინსვლა აქვს. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) პირველად კარიერაში აღმოსავლეთის მეორე ოძეკის სტატუსით იასპარეზებს, ის ნახევარი საფეხურით დაწინაურდა. ამის მიზეზი იოკოძუნა კისენოსატოს მიერ კარიერის დასრულება (ინტაი) გახლავთ.

ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მარტის ბაშოზე მინიმალური დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება.

 

რანგით მეორე, ჯურიოს დივიზიონის ახალ რეიტინგში მოულოდნელად ექვსი საფეხურით დაწინაურდა თემურ ჯუღელი (გაგამარუ) და აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას სტატუსი მიიღო. ქართველ გოლიათს იანვრის ბაშოზე მინიმალური დადებით ბალანსი 8-7 ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად გარკვეულმა ფაქტორებმა რეიტინგში მისი სერიოზული წინსვლა განაპირობა.

 

წლის მეორე , „ჰარუ“ ბაშო 10 მარტს ოსაკაში დაიწყება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი