logo_geo
ფეხბურთის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია
- +

3 მარტი. 2019. 12:26

 

 

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) კრებაზე, რომელიც შოტლანდიის ქალაქ აბერდინში გაიმართა, საფეხბურთო წესების ახალი რედაქცია დაამტკიცა. ამის შესახებ წერს ორგანიზაციის პრეს-სამსახური.

 

ამიერიდან, ხელით არაგანზრახ თამაშის შემთხვევაში, რასაც მოჰყვება გოლი ან საგოლე გადაცემა, კარის აღება არ დაფიქსირდება.

 

მეორე სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ფეხბურთელი, რომელსაც ცვლიან, დატოვებს მოედანს იმ ადგილას, სადაც ყველაზე ახლოს არის გვერდითი ხაზი. ადრე, მოთამაშეებს მთელი მინდვრის გადაკვეთა უწევდათ ტექნიკურ ზონამდე მისაღწევად.

 

ასევე გაუქმებულია წესი, რომლის მიხედვითაც კარიდან დარტყმის დროს, ბურთმა უნდა დატოვოს საჯარიმო მოედანი იქამდე, სანამ მას მცველი შეეხება.

 

ყველაზე მნიშვნელოვანია ცოცხალი კედლის აღმართვის წესის ცვლილება. შემტევი გუნდის ფეხბურთელებს აუკრძალავენ კედელში ჩადგომას. ახალი წესის თანახმად, შეტევის მოთამაშეებს არ ექნებათ კედელთან ერთ მეტრზე ახლოს ყოფნის უფლება.

 

და კიდევ, პენალტის დროს მეკარეების მოქმედების კორექტირება მოხდა – გოლკიპერებისთვის საკმარისია ერთი ფეხი კარის ხაზზე ედგათ.

 

ახალი წესები 2019 წლის პირველი ივნისიდან შევა ძალაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი