logo_geo
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილზე გადაინაცვლა
- +

4 მარტი. 2019. 13:58

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში კიდევ ერთ წარმატებას მიაღია. ქართველმა ჩოგბურთელმა ერთი საფეხურით  აიწია პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში.

 

ბასილაშვილს, დუბაის ტურნირში გამოსვლის შემდეგ, 45 ქულა მოემატა და 1865 ქულით მე-18 ადგილზეა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

 

გასულ კვირას, ბასილაშვილმა დუბაის ATP 500 კატეგორიის ტურნირზე, მეოთხედფინალამდე მიაღწია. მან პირველ ორ წრეში მოუგო რუს კარენ ხაჩანოვსა და ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს, რის შემდეგაც, ნახევარფინალში გადასასვლელი მატჩი დათმო ხორვატ ბორნა ჩორიჩთან.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი ტურნირი იქნება ინდიან უელსის მასტერსი, რომელიც შვიდ მარტს დაიწყება.

 

 

 

big_banner
არქივი