logo_geo
12 მედალი საქართველოს ანგარიშზე
- +

7 მარტი. 2019. 21:18

 

 

დასრულდა დამსახურებული მწვრთნელების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში, რომელსაც ბელორუსიის ქალაქი მაგილოვი მასპინძლობდა.

ინფორმაციას ამის შესახებ, საერთაშორის კატეგორიის მსაჯი ქეთი ბოლქვაძე, საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს.

 

შეჯიბრებაზე სულ 58 სპორტსმენი მონაწილეობდა, როგორც იუნიორებში, ასევე სენიორებში. საქართველოს ნაკრებმა ჯამში 12 მედლის მოპოვება შეძლო. მათგან 3 ოქროს, 4 ვერცხლის და დანარჩენი ბრინჯაოს. აბსოლუტურ შეჯიბრებაში (ყველა იარაღი) ვერცხლის მედალი კონსტანტინ კუზავკოვმა მოიპოვა, რომელიც საქარველოს სახელით ასპარეზობს, ბრინჯაოს კი ბიძინა სიჭინავა დაეუფლა.

 

საქართველოს ნაკრებში ორი ბათუმელი ირიცხება, ანი გობაძე და დაჩი დოლიძე.

 

ანი გობაძემ ორძელსა და თავისუფალ ვარჯიშზე, ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. დაჩი დოლიძემ კი ორძელზე ოქრო, თავისუფალ ვარჯიშზე კი, ვერცხლი მოიგო.

 

ტანმოვარჯიშეები საქართველოში დაბრუნებისთანავე ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან, რომელიც პოლონეთში 7-16 აპრილს გაიმათება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

წყარო: https://www.facebook.com/bolkvadze.keti

 

 

 

big_banner
არქივი