logo_geo
ზინედინ ზიდანი „რეალში“ დაბრუნდა
- +

12 მარტი. 2019. 12:18

 

ზინედინ ზიდანის დაბრუნების შესახებ მადრიდის „რეალმა“ თავის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა. ზიდანმა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სანტიაგო სოლარი შეცვალა. ზიდანთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

 

პირველად ზიდანი „რეალს“ 2016 წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში და ორნახევარ სეზონში გუნდს ცხრა ტიტული მოაგებინა - ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორ-ორჯერ უეფა-ს სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი.

 

გასული წლის 31 მაისს, ზიდანმა გამოაცხადა „რეალიდან“ წასვლის შესახებ. ის შეცვალა ხულენ ლოპეტეგიმ, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.

 

როგორც გამოცემა „The Independent“ წერს, „რეალის“ ხელმძღვანელობა ზიდანს 350 მილიონ ევროს გამოუყოფს ახალი ფეხბურთელების შესაძენად. სწორედ ამ დაპირებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ფრანგი სპეციალისტის თანხმობაში.

big_banner
არქივი