logo_geo
ტოჩინოშინი მეორედ დამარცხდა
- +

12 მარტი. 2019. 18:57

 

ჰარუ ბაშოს მესამე დღეს მეორედ დამარცხდა ლევან გორგაძე. ტრავმირებულ ქართველ მებრძოლს ამჯერად კომუსუბი ჰოკუტოფუჯიმ მოუგო. ტოჩინოშინს ისევ არ გამოუვიდა მძლავრი სასტარტო შეჯახება, უპირატესობა ვერ მოიპოვა და მეტოქის ზეწოლით დოჰიოდან გავიდა.

 

3 საშეჯიბრო დღის შემდეგ ჰარუ ბაშოზე ლევან გორგაძის ბალანსი 1 მოგება და 2 მარცხია. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა ნიშიგიკი იქნება, რომელსაც სუპერტურნირზე არცერთი გამარჯვება არ აქვს. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი კადობანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მან მინიმუმ რვა ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი