logo_geo
პირველად საქართველოს სპორტის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ქალმა მედალი მოიპოვა
- +

12 მარტი. 2019. 19:49

 

პირველად საქართველოს სპორტის ისტორიაში, ევროპის 22 წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატზე ქართველმა ქალმა მედალი მოიპოვა. 54 კილოგრამში მოასპარეზე ანა ხუნჯუამ ბრინჯაო დაისაკუთრა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. ქართველმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბელორუს ალექსანდრა კაპროვიჩს სძლია.

 

უკეთესი სინჯის მედლის მოსაპოვებლად ნახევარფინალში ანა რუს ანასტასია არტამონოვას შეხვდება. ვლადიკავკაზში მიმდინარე ევროპირველობაზე ნახევარფინალური ბრძოლები 15 მარტს გაიმართება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი