logo_geo
ჩაანაცვლებს თუ არა მსაჯებს თანამედროვე სისტემა „IceScope", რომელიც მოციგურავეების ნახტომით ელემენტებს შეაფასებს
- +

14 მარტი. 2019. 19:13

 

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონელები გეგმავენ გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდება ნახტომითი ელემენტების შეფასება. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია, საკუთარ facebook გვერდზე ავრცელებს.

 

საერთაშორისო საციგურაო გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე ლაკერნიკის ინფორმაციით, საიტამაში ჩემპიონატის მსვლელობისას იაპონელი სპეციალისტები წარმოადგენენ სისტემა „IceScope"-ს , რომელიც გამოთვლის მოციგურავის ნახტომის სიმაღლეს, ნახტომიდან გამოსვლის შემდეგ გამჭოლ სიგრძესა და მოციგურავის ტრიალის სიჩქარეს.

 

აღნიშნული სიახლის აპრობაცია იაპონელებმა განახორციელეს ნოემბერში იუნიორების ნაციონალურ ჩემპიონატზე. ახალი სისტემა, მართალია, ვერ შეცვლის მსაჯების ფუნქციას, მაგრამ იგი დაეხმარება მსაჯებს და შეფასებისას მიაწვდის მათ საჭირო ინფორმაციას.

 

„ის, რაც იაპონელებს ინოვაციის სახით შემოაქვთ, როგორც დამხარე საშუალება ობიექტური შეფასებისათვის, უდავოდ კარგი ინიციატივაა, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება მოციგურავის პროგრამის წარმოდგენის ერთიანი სურათის დანაწევრება გამოიწვიოს. კარგი იქნება, თუ ავტომატური სისტემა დაგვეხმარება ნახტომებისას ბრუნთა არასრული რიცხვის დადგენაში", - აღნიშნა ალექსანდრე ლაკერნიკმა.

 

 

 

big_banner
არქივი