logo_geo
კონორ მაკგრეგორი: დასაბრუნებლად მზად ვარ
- +

16 მარტი. 2019. 21:00

 

ორ წონით კატეგორიაში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ ოქტაგონში დასაბრუნებლად ემზადება. ირლანდიელი ვარაუდობს, რომ ძალიან მალე ეცოდინება თავისი სამომავლო გეგმების შესახებ.

 

„ვვარჯიშობ და მზად ვარ დასაბრუნებლად. იმედი მაქვს, რომ მალე გავაკეთებ რაიმე განცხადებას. ახლა ფოკუსირებული ვარ ვარჯიშებზე. არ შემიძლია ზუსტად იმის თქმა, როდის შედგება დაბრუნება, მაგრამ მზად ვარ. რაც შეეხება მეტოქეებს, ნებისმიერთან ბრძოლაზე თანახმა ვარ, ვისაც დანა უაიტი შემომთავაზებს.

 

ორთაბრძოლა კრივის წესებით? არასოდეს თქვა არასოდეს. მაგრამ, ჯერჯერობით, კონცენტრირებული ვართ ოჯახზე, შერეულ ორთაბრძოლებზე, ვისკის საკუთარ მარკასა და სხვა ბიზნეს-პროექტებზე. დარწმუნებული ვარ, ისევ გავალ რინგზე, მაგრამ კონკრეტული თარიღის დასახელება არ შემიძლია“, – აცხადებს მაკგრეგორი კომპლექსთან (Complex) კომენტარში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი