ლივერპულის ვეტერანებმა „ლეგენდების მატჩში“ 3:2 დაამარცხეს მილანის ვეტერანები. იტალიელმა რიგებში ითამაშა თბილისის მერმა კახა კალაძემ - ის ძირითად შემადგენლობაში იყო.
პირველი გოლი ენფილდზე შეკრებილმა მაყურებელმა 25-ე წუთზე იხილა – რობი ფაულერმა გლენ ჯონსონის პასი გამოიყენა. მეორე ტაიმის შუაში ჯიბრილ სისემ გაზარდა წითლების უპირატესობა. შედეგიანი პასი პატრიკ ბერგერმა მიითვალა.
თუმცა, მილანის ლეგენდებმა გათანაბრება მოახერხეს. 61-ე და 78-ე წუთებზე გოლები გაიტანეს, შესაბამისად, ანდრეა პირლომ და ჯუზეპე პანკარომ.
წერტილი შეხვედრას სტივენ ჯერარდმა დაუსვა, რომელმაც მე-80 წუთზე შორეული დარტყმით გაუტანა აბიატის. თითო ტაიმი 40-წუთიანი იყო, ასე რომ, ჯერარდმა გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე გაიტანა.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
ლივერპული (სასტარტო შემადგენლობა): დუდეკი, ჯონსონი, კარაგერი, ჰიუპია, აგერი, კენედი, კვარმე, ჯერარდი, გარსია, კუიტი, ფაულერი.
შეცვლაზე შევიდნენ: ვესტერველდი, მაკმანამანი, მაკეიტირი, ოლდრიჯი, ტრაორე, ბერგერი, სისე, დიაო, შმიცერი, ოუენი.
მილანი (სასტარტო შემადგენლობა): დიდა, კაფუ, კოსტაკურტა, კალაძე, სერჟინიო, ამბროზინი, გატუზო, პირლო, რუი კოშტა, კაკა, ინძაგი.
შეცვლაზე შევიდნენ: აბიატი, ბორიელო, კარბონე, ფავალი, ფიორი, დიგაო, მალდინი, ოდო, პანკარო, შიმიჩი.