logo_geo
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 3 ადგილით უკან დაიწია
- +

4 აპრილი. 2019. 13:37

 

 

დღეს, ფიფამ ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. ამის შესახებ sportall.ge წერს.

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა განახლებულ რეიტინგში 3 ადგილით უკან დაიწია და 1256 ქულით 94-ე ადგილზეა.

 

ბოლოს, 7 თებერვალს გამოქვეყნებული რეიტინგის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი გამართა - თბილისში შვეიცარიასთან 0:2, დუბლინში კი ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა.

 

ფიფას რეიტინგს კვლავ ბელგიის ნაკრები ლიდერობს, მეორე საფრანგეთია, მესამე პოზიციას კი ბრაზილია იკავებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი