logo_geo
არგენტინაში ლიონელ მესის მამა დააკავეს
- +

5 აპრილი. 2019. 17:29

 

„ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის მამა ხორხე მესი საკუთარი ავტომობილით (BMW M3) მოტოციკლს დაეჯახა. ამის შესახებ სააგენტო TN წერს.

 

ავარია 4 აპრილს, არგენტინის ქალაქ როსარიოში მოხდა. უფროსი მესი პოლიციამ ყველა გარემოების გასარკვევად და სამედიცინო ტესტის გასავლელად დააკავა.

 

დაზარალებული მოტოციკლისტი საავადმყოფოში მოხვდა. მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

 

სამართალდამცავი ორგანოები ამჟამად ხორხე მესის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესაძლებლობას სწავლობენ. მან სისხლში ალკოჰოლის შემცველობაზე ტესტი უნდა გაიაროს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი