logo_geo
მარადონას შვილი მამას ნარკოტიკზე დამოკიდებულებას ვერ პატიობს
- +

6 აპრილი. 2019. 18:07

 

 

არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას შვილი ჯანინა მარადონა გამოცემა „The Sun“-თან ბავშვობას იხსენებს.

 

ჯანინა საუბრობს მამის ნარკოდამოკიდებულებაზე და აცხადებს, რომ არასოდეს აპატიებს დიეგოს ოჯახის წევრების მიმართ უპატივცემულობას:

 

„ერთხელ ჩემი და შევიდა აბაზანის ოთახში, სადაც მამა ნარკოტიკებს მოიხმარდა. მე არასოდეს ვაპატიებ მას, თუ როგორ იქცეოდა ჩვენთან. თუმცა, არ განვავრცობ ამ თემას ჩემი შვილის და დისშვილის სიმშვიდის გამო“ -ამბობს ფეხბურთელის შვილი.

 

ჯანინამ ასევე გაიხსენა, რომ თავის მე-15 დაბადების დღეზე, როგორ ცდილობდა საავადმყოფოში შეღწევას, სადაც მამა ნარკოდამოკიდებულობას მკურნალობდა:

 

„თუმცა, მე იქ არ შემიშვეს. მახსოვს, როგორ წამოვედი და ის პალატაში დარჩა. ეს იყო საშინელი შეგრძნება“, -ამბობს ჯანინა.

 

2017 წელს დიეგო მარადონამ ჯანინას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის შვილს 80 მილიონი პესოს (4,3 მილიონი დოლარი) მოპარვაში ადანაშაულებდა. ჯანინამ ბრალდება უარყო.

 

დიეგო მარადონა, ბრაზილიელ პელესთან ერთად, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ დასახელდა. კარიერის დასრულების შემდეგ არგენტინელი ნარკოტიკების და ალკოჰოლის ჭარბი გამოყენების გამო ჰოსპიტალში რამდენჯერმე მოხვდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი