logo_geo
რევაზ დავითაძემ 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა
- +

11 აპრილი. 2019. 20:22

 

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, წარმატებით იასპარეზა რევაზ დავითაძემ. ქართველმა ჯერ ატაცში დაისაკუთრა ოქროს მედალი და 170 კილოგრამის დაძლევით 23 წლამდელთა რეკორდი დაამყარა, შემდეგ აკვრაში 194 წარმატებით დაძლია.

 

მეორე ცდაზე ქართველმა 199 კილოს თავი ვერ გაართვა, შემდეგ 200 კილოგრამი წარმატებით აწია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. მეორე ადგილზე გავიდა დავითაძე ორჭიდის ჯამში. ხვალ საქართველოს ნაკრებიდან ფიცარნაგზე 96 კილოგრამში ანტონ პლესნოი გავა.

 

დავითაძის 3 მედლის გარდა, ბათუმში მიმდინარე ევროპირველობაზე ქართველთაგან მედლები აკვრაში ოქრო შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო, აკვრაში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო კი გოგა ჩხეიძემ (67 კგ.) მოიპოვა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი