logo_geo
თბილისში ახალგაზრდა მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყო
- +

12 აპრილი. 2019. 20:46

 

 

თბილისში ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, მსოფლიო ჩემპიონის ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

 

ფარიკაობის ფედერაციის ინფორმაციით, შეჯიბრების პირველ დღეს ჩემპიონები და პრიზიორები რაპირით ფარიკაობაში გამოვლინდნენ.

 

გოგონები: პირველი ადგილი – მარიამ მჭედლიძე (თბილისი), მეორე ადგილი – ელენე ბორჩხაძე (თბილისი), მესამე ადგილი – ჯული არჩვაძე (ქუთაისი), ლიზა თაყაიშვილი (თბილისი).

 

ბიჭები: პირველი ადგილი – ბაჩა გორჯოლაძე (თბილისი), მეორე ადგილი – გელა წულაძე (თბილისი), მესამე ადგილი – გიორგი კერესელიძე (თბილისი), დემეტრე კვანტალიანი (თბილისი),

 

უფროს ასაკში საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ:

 

გოგონები: პირველი ადგილი – ლიზა ლხინაძე (თბილისი), მეორე ადგილი – ნატა ხარაიშვილი (თბილისი), მესამე ადგილი – ნიკოლი აფრასიძე (თბილისი), ელენე გუგუშვილი (თბილისი).

 

ბიჭები: პირველი ადგილი – გიორგი ხარაიშვილი (თბილისი), მეორე ადგილი – ნოდარ ბოკერია (თბილისი), მესამე ადგილი – ლაშა ამაშუკელი (თბილისი), შოთა ჭოლაძე (ქუთაისი).

 

ხვალ გამარჯვებულები ხმლით ფარიკაობაში გამოვლინდებიან, 14 აპრილს კი შეჯიბრი დაშნით ფარიკაობაში გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი