logo_geo
მამუკა ბახტაძე: გილოცავთ ყველას, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია!
- +

13 აპრილი. 2019. 20:58

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე, ყველას ულოცავს ქართველი სპორტსმენების წარმატებას, ბათუმში ძალოსნობაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.

 

„გილოცავთ ყველას, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია! ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ახალი მსოფლიო რეკორდების დამყარებას!

 

ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ძალოსნობის ფედერაციას, სამინისტროს, ჩვენს სახელოვან ძალოსნებს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ბათუმში ძალოსნობაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებაში“, - წერია მამუკა ბახტაძის ოფიციალურ facebook გვერდზე.

 

 

 

big_banner
არქივი